google.ge
wikipedia.org
jstore
www.nplg.gov ge
Tuesday, April 19, 2011
ახალი ტექნოლოგიები საქართველოს კონტროლის პალატაში
საქართველოს კონტროლის პალატა გზის საფარის ხარისხის შესამოწმებლად ახალ ტექნოლოგიებს გამოიყენებს. ეს არის მთელს მსოფლიოში აპრობირებული სპეციალური იმპულსური რადარი.
დღეს, გომბორი-თელავის დამაკავშირებელი მაგისტრალის მცირე მონაკვეთზე, აღნიშნული რადარის ტესტირება ჩატარდა, რომელსაც საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე, აუდიტორები და გერმანიიდან მოწვეული ექსპერტი ესწრებოდნენ. ტესტირებისას შემოწმდა გზატკეცილზე ჩატარებული სამუშაოები -ასფალტის საფარის სისქე და ხარისხი.
იმპულსური, იგივე გამჭოლი რადარის საშუალებით შესაძლებელია მაგისტრალების, ქუჩების, ხიდების, აეროპორტის ასაფრენი ბილიკების, ასფალტისა და ბეტონის სისქის, ხარისხისა და მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება და გაანალიზება. ასევე, შესაძლებელია მიწისქვეშა კომუნიკაციების მდებარეობისა და მისი მდგომარეობის დადგენა.
აღნიშნული რადარის გამოყენება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც დროის, ისე სხვა რესურსების დაზოგვას.

ტექნოლოგიური რევოლუცია
ტექნოლოგიური რევოლუცია – technological revolution სამეცნიერო – ტექნიკური პროგრესის ზემოქმედებით გამოწვეული, საზოგადოებაში გაბატონებული ტექნოლოგიური წყობილების რადიკალური ცვლილება, რომლის შედეგად ძირფესვიანად იცვლებიან არა მარტო საზოგადოებრივი წარმოების ორგანიზაციის საშუალებები, შრომის მეთოდები და ხერხები, არამედ იცვლება მისი ინსტრუმენტული საფუძველიც – წარმოებისიარაღები და საშუალებები.
ვფიქრობ, ტექნოლოგიების განვითარება უმნიშვნელოვანესია მთელი მსოფლიოსათვის. ტექნოლოგიების განვითარების შედეგად შესაძლებელია სხვადასხვა სირთულის დაძლევა.

Subscribe to:
Posts (Atom)